20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
"ზესტაფონქალაქობის" საიუბილეო კვირეული ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალით გაიხსნა

"ზესტაფონქალაქობის" საიუბილეო კვირეული, ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალით,"სულიკო 2023-ით” გაიხსნა.

ცხრაწყაროს განახლებულ თეატრონზე, მუსიკალურმა შემსრულებლებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. ინდივიდუალური და საგუნდო შემსრულებლები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. გრანპრი გადაეცა ზესტაფონის ანსამბლ "ბერმუხა-ს”, ხოლო პირველი ადგილი თერჯოლის ანსამბლს ,"იამე”.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში, იმერეთის მუნიციპალიტეტების მუსიკალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალი "სულიკო" 80-იანი წლებიდან იმართება. იმავე პერიოდში ფესტივალის სამასპინძლოდ, ცხრაწყაროში ღია თეატრონი მოეწყო.

დღის ამბები