20 სექტემბერი 2024,   04:14
ვრცლად
რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო

რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო. ახალი რეკრეაცია, 21-ე მიკრორაიონში, 3486 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სკვერში, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა და მწვანე დასასვენებელი ზონებია მოწყობილი, დარგულია150-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტულ მოედანსაც. ახალი რეკრეაცია, რუსთავის მერიამ, ქართული კინომუსიკის კონცერტით გახსნა.

დღის ამბები