06 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
ეთნიკური წმენდის შიშით, ყარაბაღი, ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხების უმრავლესობამ დატოვა

სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან უკვე ათასზე მეტი ლტოლვილი ოფიციალურად დარეგისტრირდა, ნაწილი, მთავრობის მიერ გამოყოფილ თავშესაფრებში დაბინავდა. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ეთნიკური წმენდის შიშით, ყარაბაღი, ტერიტორიაზე მცხოვრები 120 000 ეთნიკური სომხების უმრავლესობამ დატოვა.

პარალელურად, აქციები ერევანში გრძელდება. დემონსტრანტების შეკრებას ქალაქის ცენტრში დილიდან აპირებენ. ოპოზიცია მომდევნო დღეებში აქციებით მთელი ქვეყნის პარალიზებას გეგმავს.

დემონსტრანტები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის გამო, მის გადადგომას ითხოვენ.

დღის ამბები