20 სექტემბერი 2024,   05:13
ვრცლად
ნიუ-იორკში ქართველმა ქართველი მოკლა, მკვლელმა კი მიმალვა სცადა - "კურიერთან" საუბრისას მოკლულის მეუღლე მომხდარს დეტალურად აღწერს

ბრაიტონზე, მერვე ქუჩა, ქართველებს შორის მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ეპიცენტრი იყო. ადგილობრივი დროით 12 საათსა და 39 წუთზე, გამვლელებმა 911-ში დარეკეს, პოლიციას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უგონო მდგომარეობაში მყოფი, მამუკა ყულოშვილი დახვდათ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. პაციენტს დანით მიყენებული, 20- მდე ჭრილობა ჰქონდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ მალავე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გიორგი ხაჟალიაა.

მძიმედ დაჭრილი 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - მამუკა ყულოშვილის მკვლელობის საქმეზე ამერიკული მედიაც წერს. თვითმხილველებზე დაყრდნობით ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოკლული და დაკავებული, ერთმანეთს იცნობდნენ. ორივე ბრაიტონის ქუჩაზე ცხოვრობდა. კონფლიქტის დროს გიორგი ხაჟალიამ სახლიდან  სამზარეულოს დანა გამოიტანა და მამუკა ყულაშვილს რამდენჯერმე დაარტყა.

მკვლელობის მოტივზე, განსხვავებული ვერსია აქვს მამუკა ყულოშვილის ოჯახს საქართველოში. "კურიერთან" საუბრისას მოკლულის მეუღლე დეტალურად აღწერს რა მოხდა ბრაიტონზე ქართველებს შორის. ნანიკო ჯერენაშვილი უარყოფს, რომ დაპირისპირებულები ერთმანეთს იცნობდნენ. ქალი ამბობს, რომ მისი ქმარი, სასიკვდილოდ ავტომობილის, კონკრეტულ ადგილას გაჩერების გამო გაიმეტეს .

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ხაჟალიას, თავდაპირველად ბრალი თავდასხმისთვის წაუყენეს. მას შემდეგ, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამუკა ყულოშვილი გარდაიცვალა, ბრალდება მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

დღის ამბები