05 დეკემბერი 2023,   08:47
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო - ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქიდან მოსახლეობის მასობრივ გადინებას აპროტესტებდნენ

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქიდან მოსახლეობის მასობრივ გადინებას აპროტესტებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, უფუნქციოდ დატოვებულ ყოფილ საპარლამენტო ქალაქში ადამიანები განვითარებას და პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, რის გამოც მოსახლეობის მიხედვით, ქუთაისის უკვე რიგით მეოთხე ქალაქი გახდა. ოპოზიციონერები სხდომაზე მერის დასწრებას ითხოვენ.

საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებს სხდომის გაგრძელებისკენ და დღის წესრიგით არსებული საკითხების განხილვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები