გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, 35-მდე კომპანიის 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი - საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით.
წელს პირველად, ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პროფესიული მასტერკლასებიც. პარალელურად, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.