20 სექტემბერი 2024,   05:04
ვრცლად
"მიჯაჭვული პრომეთე" რუსთაველის თეატრის სცენაზე - 145-ე საიუბილეო სეზონი რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლით იხსნება

კავკასიონის კლდეებზე მიჯაჭვული პრომეთე რუსთაველის აკადემიური თეატრის სცენაზე გადმოვა. 145-ე საიუბილეო სეზონის გახსნა რეჟისორმა რობერტ სტურუამ მითოლოგიურ გმირზე დადგმული სპექტაკლით - "მიჯაჭვული პრომეთე" გადაწყვიტა. სპექტაკლზე, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე პირველად იდგმება, რეჟისორი თითქმის წელიწად ნახევარი მუშაობდა.

მაყურებელი პრემიერაზე სიყვარულზე, ღალატსა და მეგობრობაზე აგებული სპექტაკლის მხოლოდ პირველ ნაწილს იხილავს, მეორე ნაწილის ჩვენება კი ნოემბერში შედგება. რობერტ სტურუა, რომელმაც რუსთაველის თეატრს 60 წელი მიუძღვნა, თვლის რომ პრომეთეს მითი თანამედროვე სამყაროშიც აქტუალურია.

დღის ამბები