15 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
"დიფ სთეითი", იგივე გლობალური ომის პარტია არის ის ძალა, რომელსაც საერთოდ არცერთი სახელმწიფო არ აინტერესებს - გურამ მაჭარაშვილი

გლობალური ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის ახალი გეგმა - ვინ ცდილობს საქართველოში რუსოფობიის გაღვივებას და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღის წამოწყებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ე.წ დიფ სთეითს სურს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, თბილისი კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.

"ქართული ოცნების" წევრები განმარტავენ, რომ გარე მტრული ძალების მიზანი რუსოფობიური განწყობების ხელოვნურად გაზრდა, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაციაა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ "დიფ სთეითს", იგივე გლობალურ ომის პარტიას საერთოდ არცერთი სახელმწიფო არ აინტერესებს:

"დიფ სთეითი", იგივე გლობალური ომის პარტია, ეს არის ის ძალა, რომელსაც საერთოდ არცერთი სახელმწიფო არ აინტერესებს დიდად.

მათ შორის დიდი სახელმწიფოები, რომლებიც არის მექანიზმი აი ამ უცხოური ძალის ხელში, მოქმედებენ ასეთი პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ, როგორიც არის საქართველო. გეგმები სხვადასხვა ფორმატით არის, ხან ეს არის შიდა არეულობების, ძალადობრივი აქციების ფონზე, დეზინფორმაციის ფონზე და ასე შემდეგ.

ცვალებადია ეს ფორმატი, თუმცა, მიზანი მაინც ერთი აქვს - მიზანი არის ის, რომ აქ იჯდეს ისეთი აზროვნების მქონე ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, როგორიც, მაგალითად, არის სააკაშვილი, როგორიც, მაგალითად, არის გვარამია და ასე შემდეგ. უსიტყვოდ შემსრულებლები უცხოური ძალების," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები