20 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოსცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.

მისი განცხადებით, შეიარაღების შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას. სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს.

დღის ამბები