07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
რუსთავი თბილისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ - ავტობანზე საცობია

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ, ავარიის გამო ავტობანზე საცობია..

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "რუსთავი2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაიწყო.

დღის ამბები