20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ფინეთში, Yandex ჯგუფის ტაქსის სერვისზე რუსეთში მიღებული კანონი არ ვრცელდება - ფინეთის მონაცემთა დაცვის უწყება

ფინეთის მარეგულირებელი Yandex-ის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთში მიღებული კანონი, ფინეთში განხორციელებულ სერვისზე არ ვრცელდება - ამის შესახებ ფინური გაზეთი Helsingin Sanomat იუწყება.

შედეგად, ფინეთის მარეგულირებელმა გააუქმა მონაცემთა გადაცემაზე დაწესებული აკრძალვა და სერვისს შეუძლია ფინეთში ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

აგვისტოში ფინეთის მონაცემთა დაცვის ორგანოს ჰქონდა ეჭვი, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს, შესაძლოა, ჰქონოდათ წვდომა ფინელი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციაზე. გამოძიებამ ეს ინფორმაცია უარყო, მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის ოფისმა კი დროებითი აკრძალვა გააუქმა.

როგორც Yandex-მა ადრე განაცხადა, საქართველოში Yandex Go-ს მომხმარებლების მონაცემები რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს არ გადაეცემა.
Yandex ჯგუფის უცხოური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს Yandex Go სერვისს საქართველოში, ამუშავებს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობისა და GDPR სტანდარტების შესაბამისად და ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.

დღის ამბები