20 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ბათუმი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება

ბათუმი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. 20-ზე მეტი უცხოელი მუსიკოსი და ქართველი შემსრულებლები 9 დღის განმავლობაში აჭარაში შეკრებილ მსმენელს კლასიკური მუსიკის გარდა თანამედროვე კომპოზიციებს და ფოლკლორულ შედევრებსაც შესთავაზებენ.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში უკვე მეექვსედ UNESCO-ოს პატრონაჟით ტარდება, ცხრიდან ერთი დღე სრულად საქველმოქმედო იქნება. კონცერტიდან შესული თანხა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. 

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ქვეყნის და ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა. ფესტივალი 30 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.

 

დღის ამბები