20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
სად და როგორ იქმნებოდა ქართული კულტურის შედევრები - "რუსთავი 2"-ზე თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური სერიალი, "ქართული მემკვიდრეობა" იწყება

ტაო-კლარჯეთი, ერთიანი საქართველოს დაბადების ადგილი - "ქართული მემკვიდრეობა" ასე ჰქვია თომა ჩაგელიშვილის ახალ დოკუმენტურ სერიალს, რომელიც "რუსთავი 2"-ის ერთში თვეში ერთხელ გავა. 1 ოქტომბერს მაყურებელი ტაო-კლარჯეთში იმოგზაურებს.

"რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა ტაო-კლარჯეთში ზაფხულში იმოგზაურა. ფილმში მაყურებელი ნახავს ქართულ ტაძრებს და ციხეებს, ადგილებს, სადაც ქართული მემკვიდრეობა იქმნებოდა.

სად და როგორ იქმნებოდა ქართული კულტურის შედევრები, ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომელიც ფაქტებით და საინტერესო თხრობით არის გაჯერებული. ყოველ თვის ბოლო კვირა დღეს გავა ეთერში.

დოკუმენტური სერიალი "ქართული მემკვიდრეობა" "რუსთვის 2"-სა და რუსთველის ფონდის ერთობლივი პროექტია. ტაო-კლარჯეთში თომა ჩაგელიშვილს მეგზურობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გაუწია.

საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ისრაელი, თურქეთი - "რუსთავი 2" მაყურებელს იმ ადგილებში ამოგზაურებს სადაც იქმნებოდა ქართული მემკვიდრეობა და სადაც ქართველებმა თავისი კვალი დატოვეს.

დღის ამბები