20 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
 ეს ფაქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო - რას ამბობს არასრულწლოვანი გოგონას დედა, რომელსაც იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებისკენ უბიძგეს

ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის - იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლს, თვითდაზიანებისკენ უბიძგეს. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

"ეს ფაქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ძველი წყენა გაუხსენეს 10 დღის უკან ჩემს შვილს. გაიყვანეს საქმის გასარჩევად. მე ჩავჯექი მანქანაში და მივედი იქ სადაც იყვნენ. ჩემს შვილს ვუთხარი, დროზე ჩაჯექი მანქანაში-თქო. ამის შემდეგ გამომყვნენ ეს ბავშვები და რეპლიკებს ისროდნენ ჩემი მისამართით. ამ ყველაფრის შემდეგ, სახლში იყვნენ მოსულები და უთხრეს, რომ თუკი ეს ამბავი გავა, მშობლები და უფროსები გაიგებენ ამის შესახებ, მე ღამე გამოწვავ სახლში შენი მშობლებიანადო. 

ჩანთას რომ ალაგებდა და სკოლაში უნდა წასულიყო, უნახავს ფურცელი. გავხსენი ფურცელი და ვხედავ ე.წ. ბრიტვას და შემდეგი ტექსტი - "ან შენ თვითონ დაიზიანებ თავს ან მე თვითონ ჩაგახრჩობ სკოლის საპირფარეშოს უნიტაზში."  ყველას გამოვააშკარავებ ვინც იქნება ოდნავ მაინც დაკავშირებული  ამ საქმესთან," - ამბობს არასრულწლოვანის დედა. 

იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლევან ჭელიძე ამბობს, რომ გამოძიება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს  იმისდა მიხედვით, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთება

"ბავშვმა მოიტანა სკოლიდან ფურცელი, სადაც აშკარაა რომ არასრულწლოვანის ნაწერია. იქ არასრულწლოვანს მიუთითებენ, რომ ჩავიდეს საპირფარეშოში, ე.წ. ბრიტვა ჩაიტანოს და ცერა თითიდან მაჯამდე დაისვას. უმკაცრესად იქნეს დასჯილი ყველა იმ ბულინგის ავტორი.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს იძულებას. გამოძიება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს  იმისდა მიხედვით, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთება," - აცხადებს ლევან ჭელიძე. 

დღის ამბები