20 სექტემბერი 2024,   04:14
ვრცლად
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი, ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემიას აწესებს

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი, სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, აფხაზეთის ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემიას აწესებს.

პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა. სპეციალური კომისია, აფხაზეთის თემაზე მომზადებულ საუკეთესო სიუჟეტსა და სტატიას შეარჩევს. პრემია გაიცემა მშვიდობის თემაზე მომზადებული ნაშრომისთვის. ასევე, დაჯილდოვდება აფხაზეთიდან დევნილი ერთი ჟურნალისტი.

დღის ამბები