20 სექტემბერი 2024,   03:49
ვრცლად
დედაქალაქის მთავარი დღესასწაული "თბილისობა" -  კულტურათა გაზიარებისა და ტრადიციების შეხსენების დღე, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა

თბილისში, დედაქალაქის მთავარი დღესასწაული აღინიშნება. კულტურათა გაზიარებისა და ტრადიციების შეხსენების დღე, ტრადიციულად, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

ახალი წოდება კიდევ 26 ადამიანს მიენიჭა. ქუჩებში კი საზეიმო განწყობა დილიდან შეინიშნება. თბილისობა 2023 მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, ღვინის დეგუსტაცია, მასტერკლასები და, რა თქმა უნდა, სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის- პროგრამის ჩამონათვალი ვრცელია.

გასართობი ღონისძიებები კი ძირითადად სამ ლოკაციაზე- აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკშია მოწყობილი. ორბელიანის მოედანზე დღეს, დედაქალაქის მერიც იმყოფებოდა. კახა კალაძემ ინსტალაციები დაათვალიერა და მოსახლეობას თბილისობა მიულოცა.

დღის ამბები