19 აგვისტო 2026,   14:38
ვრცლად
შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდი ჩავარდა

შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდი ჩავარდა - ტერიტორია გადაკეტილია სპეციალური ლენტით.

ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია, ავტომობილებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

"კურიერის" ჟურნალისტი დეტალებს ადგილზე არკვევს.

დღის ამბები