06 ოქტომბერი 2024,   22:02
ვრცლად
ძლიერი წვიმა ოზურგეთში - ადიდებულმა მდინარემ ეზოები და საცხოვრებელი სახლები დატბორა

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთში პრობლემები შექმნა - უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ხიდიდან გადმოვიდა და ეზოები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივებს დაზიანებული აქვთ ტექნიკა და ავეჯი.

ოზურგეთის მერის მოადგილის განცხადებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა შექმნა, დაზიანებულია ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები. ყველა პრობლემურ ლოკაციაზე მუშაობენ როგორც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე სამაშველო ჯგუფები.

დღის ამბები