06 ოქტომბერი 2024,   20:10
ვრცლად
ისრაელში, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა - ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. რეისების ნაწილი შესრულდა, გაუქმებული რეისის მგზავრები კი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თქმით, საელჩომ სასტუმროში დააბინავა. ამოქმედებული ცხელი ხაზიც.

"პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ადრე, ისრაელის არმიამ კიდევ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია. ამ წუთისთვის, 250-ზე მეტი დაღუპულის შესახებ ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი,"-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დღის ამბები