06 ოქტომბერი 2024,   19:59
ვრცლად
თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს 4 მოქალაქე, ამ ეტაპზე, უსაფრთხო ადგილას იმყოფება - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში შეიარაღებული თავდასხმის დროს, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ოთხივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ 4 მოქალაქიდან ერთ-ერთთან.

"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად. რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ",- წერია განცხადებაში

დღის ამბები