06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
საომარი მოქმედებების მეორე დღე - ისრაელში "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა

საომარი მოქმედებების მეორე დღე - ისრაელში "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 1 864-ს აღემატება. პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზის სექტორში 313 ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე დაშავდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო "ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს "ჰამასის" და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას". "ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა "ჰამასის" თავდასხმამ. "ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბოლო საათები ისრაელის ცენტრალური ნაწილისთვის შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ამ დრომდე, შეტაკებები გრძელდება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოლო ინფორმაციით, საღამოს 10-11 საათისთვის ისრაელმა მორიგი თავდასხმა მიიღო ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან, საიდანაც ისრაელის მისამართით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ტერორისტულმა დაჯგუფება "ფეზბოლამ."

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, პალესტინის საზღვართან ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები აქტიურად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს და მუდმივად ახლდება ინფორმაცია დაჭრილებისა და დაზარალებულების შესახებ.~

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე. 

დღის ამბები