"ღვინის დღეები" გალა-კონცერტით დასრულდა ჩოხატაურში - სოფელ ხიდისთავში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა.
ფესტივალის ფარგლებში 20-მდე გურული მეღვინე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც სტუმრებს სხვადასხვა სახეობის გურული ვაზისგან დამზადებული ღვინოები შესთავაზეს. ასევე, ჩატარდა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი აქტივობები, წარმოდგენილი იყო ქართული კერძების სივრცეც.