06 ოქტომბერი 2024,   20:05
ვრცლად
ისრაელის ქალაქი აშდოდი დაიბომბა

რა ვითარებაა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე - "კურიერის" ჟურნალისტი, რომელიც განგაშის სიგნალის გამო თავშესაფრიდან სულ ცოტა ხნის წინ ამოვიდა, ჰყვება, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის - თელ-ავივსა და იერუსალიმში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. აღნიშნულ ქალაქებში ჰამასმა რაკეტები გაუშვა.

მისივე ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელის ორი ქალაქის, აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაისროლა.

ცნობისთვის, ისრაელსა და პალესტინაში ომის მესამე დღეს დაღუპულთა რაოდენობა 1 200-მდე გაიზარდა, აქედან 500 პალესტინელი, ხოლო 700-ზე მეტი ისრაელის მოქალაქეა. თითოეულ მხარეს 2000-ზე მეტი დაშავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰამასის დაჯგუფების მძევლად რჩება 130-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

7 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმების ტალღა ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის ყველაზე დიდი ესკალაციაა.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები