21 აგვისტო 2026,   22:12
ვრცლად
14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუზუსტდა - 27 წლის მამაკაცი წინასწარი პატიმრობაში დარჩა

14 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუზუსტდა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის, 27 წლის მამაკაცი წინასწარი პატიმრობაში დარჩა.

ბრალდებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. ბრალდებული ირწმუნება, რომ არ იცოდა გოგონას ასაკი, რომ ის არასრულწლოვანი იყო, რადგან დედისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის 18 წლის იყო.

დაკავებულმა გატაცების ფაქტიც უარყო და თქვა, რომ გოგონა მასთან მშობელმა მანქანით მიიყვანა.

დღის ამბები