06 ოქტომბერი 2024,   21:51
ვრცლად
კახეთში კაცს ნადირობისას ტყვია მოხვდა და დაიღუპა

კახეთში უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად, კაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები