16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
საგარეჯოში ღვინის დღეები იმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საგარეჯოში ღვინის დღეები იმართება. ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

ეწყობა მეღვინეების კუთხე, ფოტოზონები, საბავშვო გასართობი სივრცეები და კვების ზონა. დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი საინტერესო ღონისძიებები.

ღვინის დღეებს საგარეჯოში კონცერტით დაასრულებს ანსამბლი "ალილო" და დუეტი "ჯორჯია".

 

დღის ამბები