06 ოქტომბერი 2024,   20:40
ვრცლად
როდის დაიწყებს ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას - ომის მეექსვე დღეს, ღაზაში მსხვერპლის რაოდენობამ ისრაელში დაღუპული ადამიანების რიცხვს გადააჭარბა

6 დღე ომში, რომელიც არავინ იცის როდის დასრულდება, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ეს არ იქნება ისრაელის სწრაფი მარში ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ - ღაზაში მსხვერპლის რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ისრაელში დაღუპული ადამიანების რიცხვს.

ამ დროისთვის მოკლულების თანაფარდობა ასეთია - 1 417 პალესტინელი და 1 300 ებრაელი. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, წინ არის პირისპირ შეტაკებები.

ჯერ კი ისრაელის არმია განუწყვეტლივ ბომბავს პალესტინის ანკლავს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებულია სრული მზადყოფნა, ცახალი არ ახდენს სახმელეთო ოპერაციის ფორსირებას. ჯარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანების მოლოდინშია, იხილება სხვადასხვა სცენარი. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, უცნობია ზუსტად როდის დაიწყება სახმელეთო ოპერაცია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მოხდება 1 ან 2 დღეში. ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაასუფთავებს პალესტინელი სამოქალაქო პირებისგან ცახალი ღაზას სექტორს. ისრელის ოფიცილური მოწოდება ძალაში რჩება, რომ მშვიდობიანმა პალესტინელებმა ღაზას ტერიტორია ეგვიპტის საზღვრის გამშვები პუნქტით დატოვონ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამშვიდობო დერეფნების შექმნის შესახებ. 

რაც შეეხება ამ წუთებში არსებულ ვითარებას, დღისით განგაშის სიგნალი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ისმოდა, დღეს საღამოს კი სირენა ჩაირთო ჩრდილოეთით, თუმცა დღევანდელი თავდასხმის შედეგად, ისრაელს დაშავებულები და დაღუპულები არ ჰყავს. ვითარება კვლავ რთული რჩება ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოძე

დღის ამბები