06 ოქტომბერი 2024,   20:53
ვრცლად
"ღვინის დღეები" საქართველოში გრძელდება - ფესტივალს დღეს ლაგოდეხმა უმასპინძლა

"ღვინის დღეები" საქართველოში - ფესტივალი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, დღეს ლაგოდეხში აღინიშნება. ლაგოდეხის ნაკრძალში, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის მეღვინეების კუთხე, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა - გაყიდვა და საბავშვო-გასართობი ღონისძიებები მოეწყო.

ღვინის სამშობლოში, "ღვინის დღეები" გრძელდება. ფესტივალს დღეს ბოლნისმაც უმასპინძლა. ფესტივალის სტუმრებმა, ძველ გერმანულ უბანში, არაერთი სახეობის ღვინო დააგემოვნეს. გაიმართა არაერთი მასტერკლასი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.

ფესტივალს ხვალ გურჯაანი და ზესტაფონი უმასპინძლებს. "ღვინის დღეების" 2023 წლის კვირეულს კი ბაღდათი და ზუგდიდი დახურავს. სამეგრელოში, დადიანების სასახლეში გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება, სადაც ყველასთვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

"ღვინის დღეები", საქართველოს მასშტაბით, 23 მუნიციპალიტეტში აღინიშნება. ფესტივალი, რომელიც წელს მეორედ ტარდება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები