06 ოქტომბერი 2024,   21:06
ვრცლად
"ღაზაში არსებული სიტუაციის პირობებში, 24 საათში ერთი მილიონი ადამიანის გადაადგილების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ როგორც ჰუმანიტარული კრიზისი" - ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სრულიად შეუძლებელია, ისრაელის მიერ მოსახლეობისთვის ჩრდილოეთ ღაზის დატოვების განკარგულება განხორციელდეს. ამის შესახებ ბორელმა ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის დასრულებისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ღაზაში არსებული სიტუაციის პირობებში, 24 საათში ერთი მილიონი ადამიანის გადაადგილების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ როგორც ჰუმანიტარული კრიზისი", – განაცხადა ბორელმა.

მან ისრაელს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის პროცესში ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

"პოზიცია ნათელია, თუმცა როგორც ნებისმიერ უფლებას, მას აქვს საზღვარი და ეს საზღვარი – საერთაშორისო სამართალია", – განაცხადა ბორელმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზის დასატოვებლად მოსახლეობა სამხრეთის მიმართულებით ორი გზის გამოყენებას შეძლებს.  

დღის ამბები