06 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
დაბა თიანეთში, სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

დაბა თიანეთში, სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტი 9 აპრილის ქუჩაზე განხორციელდა და მისი ღირებულება ნახევარ-მილიონ ლარამდეა.

პროექტის ფარგლებში, აიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარი, გადახურული ტრიბუნები და გარე განათების სისტემა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საპარკინგე სივრცეც.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

დღის ამბები