06 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში სამხედრო ოპერაციები მაშინ დაიწყება, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს - ბოლო ცნობები ისრაელიდან

ისრაელში, ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების ვადა გახანგრძლივდა, დრო პირველ საათამდეა. მანამდე, ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი და გადაინაცვლონ სამხრეთით, რადგან მათი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზაში მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა.

ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც ჰამასი მართავს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს ღაზის სექტორში მათ იერიში მიიტანეს "100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე," მათ შორის, ჰამასის შტაბ-ბინებზე. სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელმა დაბომბა ქვეყნის ორი მთავარი საერთაშორისო აეროპორტი დამასკოსა და ალეპოში.

რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციას, სიტუაცია დაიძაბა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართან. რამდენიმე წუთის წინ, ლიბანში გამაგრებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება - "ჰეზბოლამ" ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით, ცეცხლი გაუხსნა ისრაელის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტს - ქალაქ შტულას- არიან დაშავებულები და 1 გარდაცვლილი. პარალელურად, ცახალი ჰეზბოლას სტრატეგიულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

 

 

დღის ამბები