15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

უკრაინაში, ომის 599-ე დღეს, რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. რუსულმა ჯარებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 880 დამპყრობელი, 8 ტანკი და 33 მტრის საარტილერიო სისტემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა 27 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

დღის ამბები