19 აგვისტო 2026,   11:20
ვრცლად
როგორ ხვდება ზუგდიდი ღვინის ფესტივალს - ღონისძიებაზე, იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო იმღერებს

ღვინის დღეები დასკვნით ფაზაშია. საზეიმო ღონისძიებები დღეს სამეგრელოში დასრულდება. ფესტივალის მასპინძელი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღია, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ღვინო და გაიგონ მეტი ღვინის დაყენების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, მოწყობილია სხვადასხვა, მათ შორის ბავშვთა გასართობი და გასტრონომიული კუთხეები. ღვინის დღეები ზუგდიდში ევროპულად დასრულდება, სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო ესტუმრა.

 

დღის ამბები