06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
"ცახალი" ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ღაზის მცხოვრებლები ამბობენ, რომ "ჰამასი" მათ ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს

თავდაცვის ძალების მიერ ჩრდილოეთ ღაზის მცხოვრებლებისთვის მიცემული საევაკუაციო ვადა ამოიწურა. მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებისა და სამხრეთით გადასვლის საშუალება 13:00 საათამდე ჰქონდა. თავდაცვის ძალებმა მშვიდობიან მოქალაქეებს დაუხაზა და მიაწოდა ყველა ის მარშრუტი, რა გზითაც მათ შეეძლოთ დაეტოვებინათ ჯაბალიას დასახლებული პუნქტი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰამასის წევრები მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევდნენ ამ ტერიტორიის დატოვების საშუალებას.

ცოტა ხნის წინ, ცახალმა ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც არაბულ ენაზე ისმის მშვიდობიანი მოსახლეობის საუბარი. ჯაბალიას მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჰამასის წევრები მათ აშინებენ, ემუქრებიან, წაართვეს მანქანის გასაღებები, ქმნიან სპეციალურ ბარიერებს იმისთვის, რომ მათ ვერ დატოვონ ტერიტორია.

ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში რჩებიან, თუმცა ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, საევაკუაციო ვადის ამოწურვის შემდეგ, როდის დაიწყება სპეციალური სახმელეთო ოპერაცია.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე 

დღის ამბები