06 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
ყველაზე ინტენსიური საჰაერო შეტევა ომის დაწყების დღიდან - ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვას განაგრძობს

ყველაზე ინტენსიური საჰაერო შეტევა ომის დაწყების დღიდან - ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვას განაგრძობს. ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა პირველად გამოიყენა ლაზერული სარაკეტო თავდაცვის სისტემა სახელწოდებით "რკინის სხივი", თუმცა "რკინის გუმბათის" მსგავსი სისტემის გამოყენებას ისრაელი ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს.

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი უკვე დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა "ჰამასს" გაათავისუფლოს მძევლები ყოველგვარი პირობების გარეშე და ისრაელს - უზრუნველყოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და შეუზღუდავი შესვლა. ისრაელმა დაადასტურა, რომ "ჰამასის" ხელში მყოფ მძევალთა რაოდენობა 155-ია.

პარალელურად, დღეს ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან გაემგზავრება გემი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კვიპროსში თავის მოქალაქეებს გადაიყვანს.

დღის ამბები