18 აგვისტო 2026,   20:39
ვრცლად
ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას - ემანუელ მაკრონი ალ-ჰალის საავადმყოფოს აფეთქებაზე

ომის მე-12 დღეს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება - ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. კლინიკაზე იერიშს, ამ დროის მონაცემებით, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თელ-ავივის მტკიცებით, ცახალს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს და აფეთქების მიზეზად პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ასახელებს.

მომხდარ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია მომხდარის დეტალები ცნობილი გახდეს.

"ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას" - აცხადებს ემანუელ მაკრონი.

დღის ამბები