ჯერ კიდევ შარშან, თებერვალ-მარტში ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ჩვენ ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით. თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ როდესაც უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს, - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
მისივე განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი 15 წლის წინ დაიწყო და ახლა აქტიურ ფაზაშია.
„მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი. ახლა, ომი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, აქტიურ ფაზაშია. რაც ახლა ისრაელისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხდება, უკვე მესამე მსოფლიო ომის აქტიური სტადიის შედეგებია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო კონფლიქტი და ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად დავსვამთ წერტილს ამ საკითხში, რათა ომმა მთელი მსოფლიო არ მოიცვას. ჯერ კიდევ შარშან, თებერვალ-მარტში ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ჩვენ ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით. თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ როდესაც უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს“, - განაცხადა დანილოვმა.