20 აგვისტო 2026,   05:17
ვრცლად
აქტიური რეზერვის პროგრამა გრძელდება - 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება

თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა, რომელიც რეზერვისტების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული.

ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება.

რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები, გორში, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

დღის ამბები