06 ოქტომბერი 2024,   21:10
ვრცლად
რას ნიშნავს "ჰამასი" და ვინ არიან მისი ლიდერები - 36 წლის წინ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაცია და ათასობით მსხვერპლი მის ანგარიშზე

ისრაელი "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ იტყობინება, მოკლულია ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ბიუროს პირველი ქალი წევრიც, თუმცა ფაქტია, რომ ერთი ან მეტი მეთაურის სიკვდილი ტერორისტული ორგანიზაციის დაშლას არ იწვევს. "ჰამასი" 36  წლის წინ შექმნილი ორგანიზაციაა მთავარი მიზნით - სრულად განადგურდეს ებრაული სახელმწიფო.

"ჰამასი" აბრევიატურაა, ქართულად ის ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას ნიშნავს. შექ­მნის დღიდან "ჰა­მასსა" და ის­რა­ელ­ს შო­რის არა­ერ­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბული კონ­ფლიქ­ტი მომ­ხდა­რა, მათ ანგარიშზე ათასობით თავდასხმაა, თვითმკვლელი ტერორისტებით, ავტომანქანების აფეთქებებით და სხვადასხვა დროსა და ადგილას მოულოდნელი სარაკეტო იერიშებით, რასაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.

მუჰამედ დეიფი "ჰამასის" სამხედრო ფრთის ლიდერია და სწორედ მას ეკუთვნის იდეა ღაზის მიწისქვეშა ქალაქის შესახებ. მიწისქვეშა ქალაქში მდებარეობს იარაღის საწყობები, სასმელი წყლის და საკვების მარაგები. ასევე ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ ჰყავთ ტყვეები და იმალებიან "ჰამასის" ლიდერები, მათ შორის თავად დეიფიც.

სწორედ ეს ლიდერები არიან ისრაელის მთავარი სამიზნეები. გამუდმებით ვრცელდება ინფორმაცია "ჰამასის" ლიდერების ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია ისევ ძლიერია.


ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები