06 ოქტომბერი 2024,   20:46
ვრცლად
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 80 საბრძოლო შეტაკება იყო

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, რაკეტებითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ყველა დრონი ჩამოგდებულია.

ღამით, დაიბომბა ხმელენცკის ოლქი; რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის რეგიონზე - დაღუპულია 2 ადამიანი, დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილები.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროს რუსეთმა "შაჰედის" დრონებთან ერთად, "იტალ-მასის" დრონებიც გამოიყენა.

დღის ამბები