06 ოქტომბერი 2024,   21:04
ვრცლად
სასამართლოში 2008 წელს როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა განაცხადა, რვა დაკავებულიდან სამმა აღიარა მკვლელობა და მკვლელობის შემკვეთად აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ პატარიძე დაასახელა.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი გადაწყდება და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულებმა ჩვენება შეცვალეს და არ არის გამორიცხული, ირიბად მიანიშნებდნენ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე.  

დღის ამბები