06 ოქტომბერი 2024,   20:56
ვრცლად
დიდ დიღომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში რჩება - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს შორის, გზის დათმობასთან დაკავშირებით, დაიწყო. დაზარალებული 28 წლის მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში, ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი.

სამართალდამცველებს გამოკითხვაზე ჰყავთ დაჭრილის მეწყვილეც. მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

"მისი გადმოცემით, ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ნახვისას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობის არსებობა მარცხენა ქვემო კიდურის არეში. კონსულტირებულია ქირურგის მიერ. ჭრილობა დამუშავდა. ჩატარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, იმუნიზაცია, ლაბორატორიული ანალიზები ჩაბარებულია, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები