06 ოქტომბერი 2024,   20:04
ვრცლად
აშშ-ში სროლის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა - დაჭრილია 60-მდე პირი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სროლის შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა - დაჭრილია 60-მდე ადამიანი.

ტრაგედია მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა - არ გამოირიცხება მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია - მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ქალაქის მერი მოსახლეობას სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები