06 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
"მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული" გრძელდება

"მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული" გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, 80 მასწავლებელს, ახალი წიგნი - "გამარჯობა რუბი" წარუდგინეს.

პრეზენტაცია წიგნის ავტორმა და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა ლინდა ლიუ-კასმა ჩაატარა.

"გამარჯობა რუბი" - დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ენაზე ითარგმნა.

პირველ ეტაპზე, სახელმძღვანელოთი საქართველოს 80 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისწავლიან.

დღის ამბები