06 ოქტომბერი 2024,   21:41
ვრცლად
კამპანია "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თელავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კამპანია "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, თელავში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე, თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ისაუბრეს. ქალთა ორგანიზაცია, დაავადების პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით, საინფორმაციო ღონისძიებებს პერიოდულად ატარებს.

დღის ამბები