18 აგვისტო 2026,   20:40
ვრცლად
"თუ ჰუმანიტარული პაუზა მძევლების გასათავისუფლებლად იქნება გამოყენებული, მას ჩვენ აბსოლუტურად დავუჭერთ მხარს და ვფიქრობთ, ისრაელმაც იგივე უნდა ქნას" - ჯონ კირბი

"ჩვენ სავსებით გვჯერა, რომ თუ ჰუმანიტარული პაუზა მძევლების გასათავისუფლებლად იქნება გამოყენებული, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აბსოლუტურად დავუჭერთ მხარს და ვფიქრობთ, რომ ისრაელმაც იგივე უნდა ქნას,"- ეს განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ზეწოლას პარტნიორებთან რეგიონში, რათა შეძლონ მძევლების გათავისუფლება.

"თუ ეს მოითხოვს ლოკალიზებულ, დროებით პაუზას, მაშინ ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ ამას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, რომ მძევლები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში,"- განაცხადა კირბიმ.

დღის ამბები