06 ოქტომბერი 2024,   20:50
ვრცლად
"ნარინჯისფერი რთველი" - როგორია მანდარინობა აჭარაში

"ნარინჯისფერი რთველი" - ეს არის შემოდგომის ყველაზე ლამაზი სანახაობა. აჭარაში ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო, სადაც "კურიერი P.S." იმყოფებოდა.

როგორია მანდარინობა აჭარაში? - ზამთრის დადგომამდე ერთი თვით ადრე სოფელი ჩაქვისთავი დილის ნისლში და ტყის სიმწვანეშია ჩაფლული, თუმცა სიყვითლე უკვე შეეპარა ეზოებს და ბაღებს, სადაც ნელ-ნელა მოსავლის აღებასაც იწყებენ. ადგილობრივები ზამთრისთვის ემზადებიან, პარალელურად, ნარინჯისფერ რთველში არიან ჩართულნი.

"კურიერი P.S."-ის სიუჟეტი აჭარიდან.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები