06 ოქტომბერი 2024,   21:02
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ. გდანსკის ცენტრში, 28 წლის ქართველს, თავის არეში დაზიანებები 41 წლის პოლონელმა მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა.

პოლონელს ბრალი დისკრიმინაციის მუხლით წაუყენეს, რისთვისაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები