06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
პარიზში ლიკვიდირებულია ქალი, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში ლიკვიდირებულია ქალი, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიციის მობილიზება მატარებლიდან მოქალაქეებისგან შეტყობინებას მოჰყვა.

ჰიჯაბში ჩაცმული ქალი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს სკანდირებდა და მოქალაქეებს ბომბის აფეთქებით ემუქრებოდა. სადგურზე სამართალდამცავებმა მისი იზოლირება მოახერხეს, გაფრთხილების მიუხედავად ის პოლიციის მითითებებს არ დაემორჩილა.

პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება სიკვდილით მუქარის ფაქტზე დაიწყო.

დღის ამბები