05 ოქტომბერი 2024,   00:58
ვრცლად
ხანძარზე რეაგირება ოპერატიულად მოხდა, დაახლოებით 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს - ჩხოროწყუს მერი

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში, ხანძარია. მთებში, მიუვალ ადგილას, ცეცხლი ბუჩქებს უკიდია. კვამლი ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს.

ამ ეტაპზე, დასახლებულ პუნქტებამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია ცოცხალი ძალა, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

როგორც ჩხოროწყუს მერმა, დათო გოგუამ განმარტა, ხანძარზე რეაგირება ოპერატიულად მოხდა და სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ხანძარი, ძირითადად ბუჩქოვან მასივს გაუჩნდა და იყო იმის საშიშროება, რომ ხანძარი ტყის წიწვოვან ნაწილზე გადასულიყო. რეაგირება ოპერატიულად მოხდა. წუხელვე ჩაერთო, როგორც ჩხოროწყუს, ასევე სამხარეოს სამაშველო სამსახურები, დაახლოებით 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს", - განაცხადა ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ.

დღის ამბები